პოლიტიკა
რუსეთში დემონსტრაციები გრძელდება
2012-01-23 13:28:20
ჩამოტვირთვა
მოსკოვში დემონსტრაციები გრძელდება. პუშკინის მოედანზე პარტია "ვოლიას" მხარდამჭერებმა ცესკო-ს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიის ლიდერ სვეტლანა პეუნოვას პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
დემონსტრაცია მშვიდობიანად დასრულდა.
აქცია ჩატარდა მანეჟის მოედანზეც. ამჯერად "კომუნისტური პარტიისა" და სახელმწიფო დუმაში მოხვედრილი სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. 2 000-მდე ადამიანი სამართლიან არჩევნებს ითხოვდა.
სიტყვით დემონსტრანტებს მემარცხენე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც მიმართეს. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ არჩევნების შედეგების გადახედვა იყო.
დემონსტრაციები პენზაში, ვორონეჟში, იჟევსკსა და პერმშიც გაიმართა.
კომენტარები