პოლიტიკა
საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთში დაწყებულ კულტურულ ოკუპაციას უპირისპირდება
2012-01-20 19:24:32
ჩამოტვირთვა
საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა, სამღვდელოებისა და საგარეო უწყების წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო სტრატეგიაზე ისაუბრეს.
საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოხდეს რუსული ვანდალიზმის შეჩერება და ქართული ისტორიული ძეგლების შენარჩუნება. პარლამენტში წარმოდგენილი იყო ასევე უახლესი ფოტომასალაც, სადაც ასახულია თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ქართული უნიკალური მემკვიდრეობა და რა მეთოდებით ახორციელებს კულტურულ გენოციდს კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
აფხაზეთში არსებული ქართული ეკლესია მონასტრების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოშიც.
ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ფრესკა მთლიანად განადგურებულია. ლიხნის ტაძარი ხარაჩოებშია და რესტავრაციას ე.წ. რუსი სპეციალისტები ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად იწყებენ.
მოსალოდნელია, რომ ის, ილორის მსგავსად, გადაიღებოს, ფასადი შეილესოს და რუსული სტილის საბორად აქციონ, ისევე როგორც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ილორში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და უკვე დღეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იერ-სახე მთლიანად შეეცვალა. ფასადი თეთრ და წითელ ფერებშია შეღებილი. გაილესა სამრეკლო. ზარებს საღებავის კვალიც კი ეტყობა.
კომენტარები