2 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რას მიიღებს საქართველო ობამასა და სააკაშვილის შეხვედრისგან

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა 30 იანვარს, თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიღებს . ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. "ორი პრეზიდენტი განიხილავს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაძლიერებას ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში. პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის, მათ შორის ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას", - წერს თეთრი სახლის ვებგვერდი. აქვე აღნიშნულია, რომ ობამა კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. "პრეზიდენტი ასევე მოელის, განიხილოს მომავალი არჩევნები საქართველოში და რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს გარდაქმნას სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ", - იუწყება ბარაქ ობამას ადმინისტრაცია. თეთრი სახლის ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წელს საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წელი სრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები