პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ნაქალაქევში ახალი სკოლა გახსნა
2012-01-17 22:35:51
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა სენაკის რაიონის სოფელ ნაქალაქევში ახლად აშენებული ევროსტანდარტების შესაბამისი სკოლა გახსნა. სასწავლო დაწესებულება 300 მოსწავლეზეა გათვლილი და უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი.
ახალ სკოლას სასადილო, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი აქვს. დამონტაჟდა გათბობის თანამედროვე სისტემაც. სკოლაში 27 შვიდი პედაგოგი ასწავლის აქედან 2 სერტიფიცირებულია. ქვეყნის პირველი პირისგან ორმა წარჩინებულმა მოსწავლემ საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღო.
კომენტარები