მსოფლიო
ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ ივანიშვილის გარემოცვა დატოვა
2012-01-17 15:24:37
ჩამოტვირთვა
ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ ფილარმონიაში “ქართული ოცნების” ყრილობის შემდეგ ივანიშვილის გარემოცვა დატოვა. ბერიძე ბიზნესმენის მრჩეველტა საბჭოში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მუშაობდა.
მან ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ივანიშვილის გარემოცვა აღარ მოსწონს. “როცა ფილარმონიაში მივდივარ, ათ კარიბჭეს გავდივარ და იქ რეპს მახვედრებენ, ასეთი რაღაცეების აღარ მჯერა” _ განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
მისივე თქმით, მან იცის სად და როგორ დაიწერა სცენარი და როცა საქმე სამშობლოს ეხება თავს არავის მოატყუებინებს.
კომენტარები