მსოფლიო
თურქეთის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს
2012-01-17 13:43:17
ჩამოტვირთვა
თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საპარლამენტო თანამშრომლობა - თბილისში თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. თურქი კანონმდებლები უკვე შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს.
რამდენიმე წუთში იწყება მოლაპარაკება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან. დაგეგმილია შეხვედრები უშიშროების საბჭოს მდივანთან, შინაგან საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრებთან.
მთავარი საკითხები რეგიონში არსებული ვითარება, დევნილების მდგომარეობა და საქართველოში განხორციელებული რეფორმები იქნება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მომსახურების სააგენტოს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას და რუსთავის იუსტიციის სახლსაც ეწვევიან.
კომენტარები