პოლიტიკა
აკრძალვები წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში
2012-01-16 20:55:46
ჩამოტვირთვა
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება აიკრძალა. ამასთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება უკვე შევიდა. თუ აქამდე მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება იკრძალებოდა, სადაც ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი იყო ასახული. ცვლილების თანახმად წინა წლებისგან განსხვავებით პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებებში პარტიის რიგითი ნომრის რეკლამირებას ვეღარ შეძლებენ. საარჩევნო კოდექსში შეატანილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
ახალ საარჩევნო კოდექსში, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებია გათვალისწინებული. როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნო პერიოდში დამატებითი გარანტიების ჩადება, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით განხორციელდა.
ახალი საარჩევნო კანონით მედიას წინასაარჩევნო რეგულაციების დაცვაც განესაზღვრა. გარდა ამისა წინასაარჩევნო პერიოდში კერძო ტელეკომპანიები ვალდებულნი იქნებიან, კვალიფიციურ სუბიექტებს უფასო სარეკლამო დრო დაუთმონ.
კომენტარები