მსოფლიო
საქართველოში, შესაძლოა, ეუთოს მისია აღდგეს
2012-01-16 21:40:19
ჩამოტვირთვა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის დაბრუნების საკითხი კვლავ დღის წესრიგშია. მას შემდეგ რაც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნად ირლანდია ინიშნება, ქართული მხარე ვარაუდობს, რომ მოლაპრაკებები კიდევ უფრო გააქტიურდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, ირლანდიასა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის, 18-19 იანვარს დიპლომატიური კონსულტაციები გაიმართება, სადაც ორმხირვი ურთიერთობების გარდა მნიშვნელოვანი ყურადღება ეუთოს მისიის აღდგენასაც დაეთმობა.
ეუთოს მისიის თავმჯდომარეობა უკვე გადაიბარა ირლანდიამ. ირლანდიური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ჩაეთოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის მუშაობის აღდგენისა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების საკითხებში. სულ ცოტა ხნის წინ ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ირლანდიის ვიცე პრემიერმა ეიმონ გილმორმა სხვა გამოწვევების გვერდით ეუთოს ზონაში კონფლიქტების მოგვარების საკითხზე, კერძოდ კი საქართველოზეც ისაუბრა.
იმ ფონზე რომ ეუთოს მისიის დაბრუნების საკითხი კონსესუნსის გზით უნდა გადაწყდეს, რაშიც რუსული მხარე დაინტერსებული არ არის ცხადია შანსები მცირდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ირლანდიის თავმჯდომარეობა მისიის დაბრუნების საკითხს კვლავ დღის წესრიგში ტოვებს, რაც პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯია. როგორც ქართველი ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რთულია მისიის აღდგენის ზუსტი ვადების პროგნოზირება, თუმცა მისივე თქმით ირლანდიის ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი საკითხის მოგვარების მეტ შანსს აჩენს.
საქართველოში ეუთოს მისია 2009 წელს შეწყდა. რუსულმა მხარემ მუდმივმოქმედი საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე ვეტოს უფლება გამოიყენა და საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელდება დაბლოკა.
კომენტარები