პოლიტიკა
ორგანიზაციას „ჩვენი ხმა გიგი უგულავას“ ფინანსური ინფორმაციის მიწოდებას თხოვენ
2012-01-16 11:32:20
ჩამოტვირთვა
საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიოტრინგის სამსახური ორგანიზაციის „ჩვენი ხმა გიგი უგულავას“ დაფინასნებისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
როგორც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციას არ აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, საზოგადოებში არსებობს გარკვეული ინტერესი და ეჭვები მისი დაფინანსების წყაროების შესახებ. იმის დასადგენად თუ ვისი ფინასნური კონტროლის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს ეს ორგანიზაცია, კონტორლის პალატა 3 დღის ვადას იძლევა.
კომენტარები