2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კონტროლის პალატა პოლიტიკური პარტიებისთვის „ღია კარის“ დღეს აცხადებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს კონტროლის პალატა 18-19 იანვარს ღია კარის დღეს აცხადებს და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწდოებს დეკლარაციის ფორმების საბოლოო სახით ფორმირების პროცესში ჩაერთონ. როგორც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე ამბობს, კონტროლის პალატა ყოველწლიური დეკლარაციის ფორმების პროექტი გამოაქვეყნა და ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი მოსაზრების გაზიარება შესთავაზა, თუმცა უწყებაში ამ დრომდე არც ერთი შეკითხვა არ შესულა. ასევე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განმარტებითი წერილი 217 პარტიას გაუგზავნა, საიდანაც უკან მხოლოდ 125 დაბრუნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები