2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოლიგარქის ცოლი პოლიტიკაში - ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებები

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის პოლიტიკაში მოსვლას საზოგადოებაში ბევრი მიტქმა-მოთქმა და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პროფესიით ბიოლოგ ხვედელიძეს ჯერ არც პოლიტიკური განცხადებები გუკეთებია და არც მისი პარტიის იდეოლოგია გაუცხადებია. ამის გამო ექსპერტებსა და ოპოზიციური პარტიების წევრებს უჭირთ იმის პროგნოზირება, რამდენად წარმატებული იქნება ოლიგარქ ივანიშვილის ცოლის პოლიტიკური აქტიურობა. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აიტივის პრესკლუბში დღეს განაცხადა, ეკატერინა ხვედელიძის პოლიტიკაში მოსვლა საკუთარი გარემოცვისადმი ბიძინა ივანიშვილის უნდობლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, ოლიგარქმა ვერც ექსპერტთა გუნდში და ვერც გარს შემოკრებილ პოლიტიკოსთა შორის ვერ აღმოაჩინა ადამიანი, რომელსაც ნდობას გამოუცხადებდა. ამიტომ არჩევანი საკუთარ მეუღლეზე შეაჩერა. უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია მალაშხია თვლის, რომ ივანიშვილების პოლიტიკური ბლოკი მთლიანად პრორუსულ კაპიტალზეა დაფუძნებული, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მათ შორის რუსული ინტერესების გამტარებელი, ცოლი თუ ქმარი. მალაშხია დარწმუნებულია, რომ ხვედელიძის პარტიას პოლიტიკური მომავალი არ ექნება. ოლიგარქის მეუღლის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის ფაქტს სკეპტიკურად აფასებენ ექსპერტებიც. ვასილ ჭყოიძე ამბობს, რომ საქართველოში პიროვნებების მიერ საკუთარი თავის პოლიტიკურ პარტიად გამოცხადების სამწუხარო ტრადიცია კვლავაც არსებობს, რაც ნორმალური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ოლიგარქის მეუღლე კი, მისი თქმით, ამ ტენდენციის გამგრძელებელია. აქამდე პოლიტიკისგან შორს მდგომი ეკატერინა ხვედელიძე საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობ ფიგურად რჩება. არავინ იცის არც ის, თუ რამდენადაა გარკვეული ოლიგარქის ცოლი ქართულ რეალობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები