2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ახალი "საარჩევნო კოდექსი" უკვე ძალაშია

ჩამოტვირთვა

პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული ახალი ”საარჩევნო კოდექსი” უკვე გამოქვეყნდა "საკანონმდებლო მაცნეში" და, შესაბამისად, ძალაშიც შევიდა. ახალი ”საარჩევნო კოდექსით” შეიცვალა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ვადები; არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ კანდიდატებსაც მიეცათ; არჩევნებში მონაწილეობას ის პატიმრებიც მიიღებენ, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ხოლო პარტიები, რომლებიც საარჩევნო სიის ფორმირებისას ქალების სასარგებლოდ გენდერულ პრინციპებს დაიცავენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსებას მიიღებენ. ახალი კანონმდებლობით, წინასაარჩევნოდ კერძო ტელეკომპანიები ვალდებულნი გახდნენ, კვალიფიციურ სუბიექტებს უფასო სარეკლამო დრო დაუთმონ. ამასთან, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის განსაზღვრა დაეკისრა. ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენების პროცესს კი უშიშროების საბჭოსთან შექმნილი სპეციალური კომისია გააკონტროლებს. ყველა საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მილიონ ლარს მიიღებს, მათ შორის - 300 000 ლარს წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად. ასევე, აიკრძალა საარჩევნო კომისიების იმ შენობებში განთავსება, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გუბერნატორების ოფისებია განთავსებული და ა.შ. ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა. კოდექსი პარლამენტმა 2011 წლის 27 დეკემბერის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები