პოლიტიკა
"პირველი კავკასიურის" მართვის უფლება ერთი წლით შპს "ალანიამ" მოიპოვა
2012-01-12 22:56:31
ჩამოტვირთვა
,,ალანია" ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო. სახელმწიფომ "ალანიას" 1 წლიანი მომსახურება 14 000 000 ლარად შეისყიდა.
ტენდერის პირობების მიხედვით, ,,ალანია" ვალდებული იქნება 1 წლის მანძილზე შეავსოს პირველი კავკასიურის სამაუწყებლო ბადე და დღეში არანაკლებ 18 საათი იმაუწყებლოს. მისაწოდებელი ტელეპროდუქცის ჩამონათვალში კი ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული პროგრამები შედის.
ტენდერის მთავარი მოთხოვნა პრეტენდენტი ორგანიზაციებისთვის რუსულ ენაზე სატელევიზიო (მათ შორის, საინფორმაციო) მაუწყებლობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება იყო.
"ალანიამ" კერძო მაუწყებლობის ლიცენზია 2008 წლის 16 მაისს 10 წლის ვადით მიიღო. კომპანიის დირექტორი 10 იანვრიდან ალექსანდრე ფარულავაა.
ალანიამდე ,,პირველი კავკასიურის" მართვის უფლება ,,ქეი 1"-ს ჰქონდა. ,,ქეი1"-მა მართვის უფლება 2010 წლის 14 ივლისს, ისე მიიღო, რომ ტენდერი არ ჩატარებულა და გადაწტვეტილება სამეურვეო საბჭომ 9 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.
კომენტარები