მსოფლიო
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ნიშნულები 2011 წელს
2012-01-12 20:06:18
ჩამოტვირთვა
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად 2012 წელს კვლავ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება და რეგიონალური თანამშრომლობა რჩება. ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპანტ ქვეყნასათან დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის კვლავ ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის პარალელურად კავკასიის რეგიონში ახლო მეზბელ ქვეყნებთან თანამშერომლობის განმტკიცება, მათ შორის განსაკუთრებით თურქეთთან ქართული საგარეო პოლიტიკის 2012 წლის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები 2012 წელს მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. მას შედეგ რაც გასული წლის მიწურულს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ოფიციალურად გამიცხადდა, ბრიუსელში იანვრის თვეში უკვე სამუშაო ჯგუფების შეხვედრაა დაგეგმილი. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაიწყება მოლაპრაკებები. ორმხრივი ურთიერთობების ზოგადი პრინციპები კი უცვლელი რჩება:
“ დემოკრატია და კანონის უზენაესობის დაცვის ინსტიტუტების მდგრადობის და ეფექტიანეობის განმტკციება. სასამართლო სისტემის რეფორმირება, სახელმწიფო სამსახურების რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა. ასევე თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და კრიზისის მართვის სფეროში. „
საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი ამ კითხვაზე პასუხი უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა კონკრეტული თარიღი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა სწორედ წელს ჩიკაგოში დაგეგმილ სამიტზე უნდა გადაწყდეს. ქართული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩიკაგოში ნატოს სამიტზე მიიღებენ. როგორც ექპერტი ნიკა ჩიტიძე ამბობს, სწორედ ამ სამიტზე გადაწყდება მიენიჭება თუ არა საქართველოს სამოქმედო პროგრმა თუ გაწევრიანების ალტერნატიულ გზებს შესთავაზებენ.
ოფიციალური თბილისი კავკასიის რეგიონის ქვეყნების გარდა თანამშრომლობას აფართოებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც. ასევე აზიისა და ახლო არმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან. საქართველოს ამ დროისთვის დიპლომატიური ურთიერთობები 200ზე მეტ ქვეყანასთან აქვს დამყარებული. 2012 წელს ასევე დაგეგმილია დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოების გახსნა.
კომენტარები