პოლიტიკა
ივანიშვილს საფრანგეთი მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარს ეუბნება
2012-01-12 14:16:31
ჩამოტვირთვა
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა და მას საფრანგეთი მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარს ეუბნება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, საფრანგეთის მთავრობამ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნაზე უარით უპასუხა.
საფრანგეთის მთავრობის წერილში, რომელიც ივანიშვილის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს, საფრანგეთის მთავრობა ადასტურებს, რომ მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას ვერ შეუწყვეტს, იქამდე სანამ ის საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მიერ, საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება, წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონისმიერ საფუძველს, რადგან ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებს.
კომენტარები