მსოფლიო
ცესკო-ში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის 2012 წლის პირველი სხდომა ჩატარდა
2012-01-11 16:57:44
ჩამოტვირთვა
დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის 2012 წლის პირველი სხდომა გაიმართა. პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია დღევანდელ სხდომაზე, ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობებში შესატანი ცვლილებების შესახებ მსჯელობდა. მამუკა კაციტაძის განცხადებით, 2012 წლიდან სიების გადამოწმების პროცესი ინტენსიურად განხორციელდება. ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმების კომისიამ ამომრჩეველთა გადამოწმებული სიები 1 ივნისს უნდა წარმოადგინოს.
კომენტარები