მსოფლიო
ვის აფინანსებს ივანიშვილი? კონტროლის პალატა მონაცემებს აქვეყნებს
2012-01-10 20:19:10
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნება“ ქართულ მედიას აფინანსებს. საქართველოს კონტროლის პალატის ვებ–გვერდზე დღეს დაიდო, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება რომ, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართული მედია 754 ათასი ლარით დააფინანსა. თანხა სარეკლამო მომსახურებისათვის სარეკლამო კომპანიებსა და რამდენიმე ტელეარხს გადაერიცხა. სარეკლამო რგოლების განთავსებაში, საეთერო დროის შეძენასა და ტრანსლაციების ორგანიზებაში ივანიშვილმა ყველაზე მეტი თანხა ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაურიცხა, შემდეგ მოდის ტელეკომპანია „კავკასია“ და რადიო „უცნობი“.
ტელეკომპანია „მაესტროს“ „ქართული ოცნებისგან“ გადარიცხული აქვს 195, 622 ლარი,
ტელეკომპანია „კავკასიას“ – თავდაპირველად 9 დეკემბერს 30 ათასი ლარი, ხოლო 29 დეკემბერს 147,893 ლარი.
სამაუწყებლო კომპანია „ ჰერეთს“ 83, 261 ათასი ლარი,
გაზეთ „ჩოხატაურის მაცნეს“ – 54,141 ათასი ლარი,
რადიო „უცნობს“ – 31,400 ათასი ლარი
ტელეკომპანია თრიალეთს – 10 ათასი ლარი
გაზეთ „რეზონანსს“ 2,400 ლარი
ივანიშვილის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე კომენტრს არ კეთებენ. კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული მასალით ირკვევა, რომ დაფინანსება მიღებული აქვთ ასევე თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, მამუკა არეშიძესა და გიორგი უძილაურს.
ივანიშვილის მიერ მასმედიის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ ქესელ „ფეისბუქშიც“ გავრცელდა. ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ მედიის დაფინანსების ფაქტებს. „ქართული ოცნების“ ირგვლივ კვლავ უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვაა, რამდენად კანონიერად ფინანსდება ივანიშვილის გუნდის მიერ სხვადასხვა ორგანიზაციები ჯერ კიდევ გასარკვევია.
კომენტარები