პოლიტიკა
ნიკა გილაურმა მთავრობის 2011 წლის მუშაობა შეაფასა
2011-12-30 19:51:58
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მთავრობის მუშაობა შეაფასა. პრემიერმა 2011 წლის პრიორიტეტებსა და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. უმშევრობასთან ბრძოლა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპრაკებების დაწყება და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს ინტერსების გათვალისწინებით-ეს მოვლენები საქართველოს პორემიერმა წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის დაასახელა. საქართველოს პრემიერმა წლის შეჯამება საგარეო პოლიტიკაზე საუბრით დაიწყო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ყურადღება ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებლისა და საგარეო ვალის შემცირება და ამის პარალელურად მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი საქართველოს მთავრობის მუშაობაში განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმები იყო. მანვე 2012 წლის რეფორმებსა და პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიერ არჩეული კურსი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ინფრასტრუქტული და სოფლის მეურნეობის პროექტებიც გამოყო. საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ჟურნალისტების შეხვედრა დღეს მთავრობის კაცელარიაში 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
კომენტარები