პოლიტიკა
პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგს დღეიდან კონტროლის პალატა უხელმძღვანელებს
2011-12-30 15:06:27
ჩამოტვირთვა
მიმდინარე წლის 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტის -გრეკოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა შესაბამისად, პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, მონიტორინგის ორგანოს მანდატი საქართველოს უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციას - კონტროლის პალატას მიენიჭა, რომელიც დღეიდან დამატებით ამ ახალი ფუნქციის განხორციელებას შეუდგება.
კომენტარები