პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის სამუშაოები შეაჯამა
2011-12-30 15:05:33
ჩამოტვირთვა
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა-2011 წლის საუკეთესო პროექტი- საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის სამუშაოები შეაჯამა. უწყება ყველაზე მნიშვნელოვნად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს მიიჩნევს. მიუხედავად იმისა რომ პროექტი სრულიად ახალია, მისი დახმარებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკვე 81 მოზარდი განერიდა.
„არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“ 2011 წლის ივლისიდან საქართველოს ექვს ქალაქში ამოქმედდა, 2012 წლის განმავლობაში კი პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.
კომენტარები