2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილის ფულით გამდიდრებული ავტოპარკი

ჩამოტვირთვა

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ გუშინ, „ტოიოტას“ ცენტრში, 4 ახალთახალი ავტომობილი შეიძინა. ორი ტოიოტა „ქამრი“ და ორიც „რავ–4“, „რესპებს“ დაახლოებით 130 ათასი დოლარი დაუჯდათ. ასე რომ, თინა ხიდაშელმა თუ ჩამოგიქროლათ ახალთახალი „რავ –4“–ით, იცოდეთ, რომ ბიძინას ფულებმა „გზა იპოვა“. როგორც ცნობილია, ოლიგარქმა ოპოზიციური პარტიების ნაწილი მილიონ ასი ათასად იყიდა. თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებამ ახალი კანონით დაავალდებულა, ნაბოძები მილიონები უკან დაებრუნებინა... როგორც ჩანს, რესპუბლიკელებმა დრო იხელთეს და მთლად ვერა, მაგრამ მილიონ ასი ათასის გარკვეული ნაწილი უკვე გახარჯეს. „რესპუბლიკელ“ დავითს და თინათინს რომ ჰკითხოთ, ყველა მილიონი ხალხისთვის უნდათ. თუმცა, ჭორვილელს მიყიდულმა „რესპებმა“, თავიანთი „გავა“ ახალთახალ მანქანებზე უკვე დააწყვეს... ტოიოტას ბოლო გამოშვების ავტომობილებისთვის თუ უხდიდათ ივანიშვილი ოპოზიციონერებს მილიონებს, თავიდანვე ეთქვათ... „რესპებიც“ და სხვებიც კი გაჰკიოდნენ, ეს ფული ჩვენი კი არა, ხალხისთვისააო, მაგრამ იმ „ხალხს“ „კაპეიკი“ არ შეხვედრია ბიძინას მილიონებიდან... ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორი მანქანით ივლის რესპების პარტიული ელიტა... ბოლოს და ბოლოს, რუსეთამდე გზის გავლა ვირზე უკუღმა შემსხდრებსაც შეუძლიათ, არათუ „ქამრით“...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები