2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პარლამენტში 2011 წლის ბოლო საშემოდგომო სესია დაიხურა

ჩამოტვირთვა

პარლამენტში დღეს 2011 წლის ბოლო საშემოდგომო სესია დაიხურა. დღესვე კენჭი უყარეს წინა დღის სხდომაზე პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ”, რომელიც პარლამენეტის წევრის ჯონდო ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და რომელსაც მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოთხოვნის საფუძველზე წინა სხდომაზე კენჭი არ ეყარა. დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტის ავტორი და უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება მხოლოდდამხოლოდ სოციალურად დაუცველ პირებს შეეხებათ. მათ ჩამოეწერებათ ჯარიმები უბილეთოდ მგზავრობისათვის და გაზის მოხმარების წესის დარღვევისათვის. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მიიღო. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მანდატურის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პარლამენტის იმ წევრთა გვარები დაასახელა, რომელთაც ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე გაცდენა დაუგროვდათ. არასაპატიო გაცდენების შემთხვევაში, მათ ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. პარლამენტის მორიგი, საგაზაფხულო სესია, კი 2012 წლის თებერვლის პირველ სამშაბათს განაახლებს მუშაობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები