მსოფლიო
ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობის გარეშე დარჩა
2011-12-27 22:36:19
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოსამართლე შოთა გეწაძემ სარჩელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების გაუქმებას ითვალისწინებდა, ეკატერინა ხვედელიძის ნაწილში დააკმაყოფილა.
ასევე, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ეკატერინა ხვედელიძის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დააკისრა.
ბიძინა ივანიშვილსთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული სარჩელის ნაწილი კი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას მოსარჩელე მხარის ადვოკატები აპირებენ.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს შეუწყვიტა.
კომენტარები