პოლიტიკა
პარლამენტმა "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები შეიტანა
2011-12-27 18:13:55
ჩამოტვირთვა
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტის განხილვა შედგა და კენჭისყრის შედეგად დამტკიცდა. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად ამომრჩეველთა მოსყიდვად ჩასათვლელი ქმედებები იზრდება და სასჯელიც მკაცრდება. აღნიშნულ საკითხს ოპოზიციის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ქრისტიან დემოკრატების მოთხოვნით აღნიშნული ცვლილება უმჯობესი იქნებოდა ადმინისტრაციულ კოდექსში შესულიყო და კანონდამრღვევს მხოლოდ ჯარიმა დაკისრებოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ "ამომრჩევლის მოსყიდვად" მიჩნეული ქმედებების მკვეთრად გამიჯვნა და მისი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამოქმედება მოითხოვა.
კომენტარები