2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2011 წლის შედეგები შეაჯამეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 2011 წლის შედეგები შეაჯამა. საქართველოსა და ევროატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყება, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და უვიზო რეჟიმის პერსპექტივა, რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, მთელმა რიგმა ქვეყნებმა სამხრეთ–ოსეთის ოკუპაცია აღიარეს, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში – ასეთია იმ სიახლეთა და მიღწევათა არასრული ნუსხა, რაც საქართველომ 2011 წელს საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა. რაც შეეხება, საშინაო საკითხებს, პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 6,5 პროცენტით გაიზარდა, გაკეთდა ისტორიული გზა, რომელიც სვანეთს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს, განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, 2011 წელს საქართველოს ორ მილიონამდე ვიზიტორი ყავდა. განხორციელდა რეფორმა ჰოსპიტალურ სექტორში და მარჯანიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, 2012 წელს პირველ რიგში განხორციელდება საპენსიო რეფორმა და პენსიონერთა და ბავშვთა დაზღვევის საკითხის მოგვარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები