2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსული პროვოკაცია ქართული პარტნიორობის სამაგიეროდ

ჩამოტვირთვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მიღწეული შეთანხმება ქართული დიპლომატიის წარმატებად შეაფასა. ამ განცხადებით დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის შეფასებას გამოეხმაურა. ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმებით ქართულმა მხარემ მოსკოვის მსგავსი ვალდებულებები აიღო და ფაქტობრივად, აღიარა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სუბიექტები არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ ქართული მხარე კარგად ხედავს თუ ვინ შეიძლება ამ განცახდების ადრესატი იყოს. მისივე თქმით, მოლაპრაკებების პროცესში არ იყვნენ ჩართული არც ცხინვალისა და არც სოხუმის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები და სწორედ ამიტომ ახლა ცდილობენ განცხადებებით დაამტკიცონ, რომ ამ შეთანხმებით საქართველო აიძულეს დათმობაზე წასულიყო. როგორც ქართველი დეპუტატები ამბობენ, რუსეთს მსგავსი განცხადებების გაკეთება ქვეყნის შიგნით არსებული დაძაბულობის გადასაფარადაც სჭირდება. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის შოთა მალაშხიას თქმით, ამ შეთანხმებით რუსეთი წინააღმდეგობაში მოდის მის ადრინდელ განცხადებასთან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან მიმართებით. რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ოპოზიცია. როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, ახლა რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ამგვარი განცხადებების გაკეთება ოპოზციისადმი ერთგვარი თავის მართლების საშუალებაა. ამ დრომდე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად დაბრკოლება რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოს უარი იყო. 2011 წლის ნოემბერში ქართული და რუსული მხარეები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარული მხარის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს დათანხმდნენ. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ეს კომპრომისული შეთავაზებაა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც მანამდე არ ხდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები