მსოფლიო
ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება ქართული დიპლომატიის წარმატებად შეაფასეს
2011-12-26 15:19:49
ჩამოტვირთვა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მიღწეული შეთანხმება ქართული დიპლომატიის წარმატებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე აპირებს ამ შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას.
სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე კარგად ხედავს თუ ვინ შეიძლება ამ განცახდების ადრესატი იყოს. მისივე თქმით, ამ მოლაპრაკებების პროცესში არ იყვნენ ჩართული არც ცხინვალისა და არც სოხუმის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები და სწორედ ამიტომ ახლა ცდილობენ განცხადებებით დაამტკიცონ, რომ ამ შეთანხმებით საქართველო აიძულეს დათმობაზე წაულიყო.
კომენტარები