პოლიტიკა
დიმიტრი პესკოვი–გორბაჩოვს აქვს უფლება, პუტინს წასვლა ურჩიოს
2011-12-26 11:01:41
ჩამოტვირთვა
,,მიხეილ გორბაჩოვს არ აქვს უფლება, ვლადიმერ პუტინს გადადგომა ურჩიოს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ფედერალური არხების ეთერში განაცხადა. "უზარმაზარი ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც სინამდვილეში ის დაანგრია, ურჩევს თანამდებობიდან წასვლას ადამიანს, რომლის წყალობითაც რუსეთი იმავე ბედის გაზიარებას გადაურჩა",- განაცხადა პესკოვმა.
მიხეილ გორბაჩოვმა გუშინ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ პუტინი პრეზიდენტის პოსტისთვის აღარ იბრძოლებდა, რადგან ის საკმარისზე მეტი ხანია ხელისუფლებაში იმყოფება.
კომენტარები