2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის ომის ქრონიკა

ჩამოტვირთვა

ზუსტად 20 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს, დილის 8 საათზე, თბილისში ტყვიის გასროლის ხმა გაისმა. ადამიანების მასობრივი ხოცვა, ტყვიების ზუზუნი, დანგრეული და გადამწვარი შენობები, ძარცვა და კრიმინალი დეკემბრის მოვლენების თანმხლები იყო. დაპირისპირება 22 დეკემბერს დაიწყო და იანვრის დასაწყისამდე გაგრძელდა. საქართველო 1992 წლის დადგომას დიდი მსხვერპლით, გლოვით, გადამწვარი შენობებითა და ანარქიით ხვდებოდა. 22 დეკემბერს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება 16 დღეს გაგრძელდა და 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეიარაღებულმა ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტს ალყა შემოარტყა და მისი შტურმით აღება სცადა. სისხლიანი დაპირისპირების ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი იყო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე იხსნებს, რომ ემოციები მძაფრი იყო. იმჟამინდელ ხელისუფლებას შესაძლო მოვლენებთან დაკავშირებით, გარკვეული ვარაუდები ჰქონდა, თუმცა შეიარაღებული დაპირისპირების პროგნოზირება მაინც უჭირდა. როგორც ნემო ბურჭულაძე ამბობს, მოვლენების გამწვავება ცოტა ხნით ადრე ოქტომბრის თვეში დაიწყო. დღემდე ხშირად დაობენ იმის შესახებ, თუ რა სახელით უნდა შევიდეს ისტორიაში 1991 წლის დეკემბრის მოვლენები. ისტორიკოსები ამბობენ, რომ რთულია ამ მოვლენებს სამოქალაქო დაპირისპირება უწოდო, რადგან პროცესებში მესამე მხარეც იყო ჩართული. როგორც ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ამბობს, რუსული მხარე აჯანყებულებს როგორც სამხედრო ტექნიკას, ასევე სამოქმედო გეგმასაც უგზავნიდა და მითითებებს აძლევდა. მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა, ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე სამხედრო საბჭომ აიღო, რომლის შემადგენლობაშიც ექს-პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, ექს-თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და შეიარაღებული ფორმირების, "მხედრიონის" მეთაური, ჯაბა იოსელიანი შევიდნენ. მოგვიანებით 1992 წლის 10 მარტს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე დაინიშნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები