2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამყრელიძე ივანიშვილს მონოპოლიზაციის გეგმებს უწუნებს

ჩამოტვირთვა

"ახალი მემარჯვენეები" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს’’ – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ პრაიმ-ტაიმის პრეს კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ყველა იმ ოპოზიციურმა ერთობამ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა, ერთიანობა ვერ შეინარჩუნა, რაც საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი ნიჰილიზმის მიზეზი გახდა. "ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია" – ამ სიტყვებით დაიწყო დავით გამყრელიძემ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილძე საუბარი, მემარჯვენეების ლიდერმა ბიზნესმენს პოლიტიკურ მონოპოლისტად ჩამოყალიბების იდეა დაუწუნა. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში, რეალური მრავალპარტიული და კონკურენტული სისტემის არარსებობა ყველა იმ პრობლემის მიზეზია, რომლის წინაშეც ქართული სახელმწიფო დგას. მემარჯვენეების ლიდერმა მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება ექნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები