2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკის სენატში საქართველოს შესახებ დოკუმენტი შეიმუშავეს

ჩამოტვირთვა

ამერიკის სენატში საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გასაძლიერებლად დოკუმენტი შეიმუშავეს. ამერიკის კონგრესმა საქართველოსთან მჭიდრო სამხედრო ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტს უყარა კენჭი, რაც თბილისისთვის ამერიკული შეიარაღების მიყიდვასაც ითვალისწინებს. შესაბამისი დებულება პენტაგონის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში სენატმა უკვე დაამტკიცა და დოკუმენტი ხელმოსაწერად ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას გადაუგზავნა. კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინია, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკული შეიარაღება მხოლოდ თავდაცვისთვის სჭირდება. დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია აღნიშნული. კანონპროექტის თანახმად ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ნორმალიზება უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველოს მთავრობამ რეფორმების კუთხით და როგორია შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამერიკა უნდა დაეხმაროს სა¬ქარ¬თ¬ვე¬ლოს მთავ¬რო¬ბას, რა¬თა უზ¬რუნ¬ველ¬ყოს სა¬კუ¬თა¬რი ხალ¬ხის, მთავ¬რო¬ბისა და ტე¬რი¬ტო¬რი¬უ¬ლი სუ¬ვე¬რე¬ნი¬ტე¬ტის დაც¬ვა; კანონპროექტში გათვალისწინებულია ასევე საქართველოსთვის ამერიკის თავდაცვის ნივთებისა და სერვისების მიყიდვა. საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით ამერიკელი კონგრესმენების მიერ მიღებულ დოკუმენტს მიესალმება ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. დოკუმენტში გათვალისწინებულია არა მარტო საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გაღრმავება არამედ, საქართველოსა და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებს შორისაც. კონგრესმენები მოუწოდებენ ქვეყნის პრეზიდენტს, რომ როგორც ნატოს წევრი ქვეყნები ასევე წევრ პრეტენდენტები დაარწმუნონ, საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვისა და ასევე სამხედრო მომსახურების გაწევის აუცილებლობაში. როგორც ქართველი ექსპერტები და დეპუტატები ამბობენ, მსგავსი დოკუმენტის მიღება საქართველოს დაეხმარება სამხედრო და თავდაცვითი ურთიერთობები ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებთანაც გაამყარონ. კანონპროექტის 1244-ე მუხლში აღნიშნულია, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 90 დღისა პრეზიდენტმა უნდა შეიმუშავოს და კონგრესს წარუდგინოს ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის ნორმალიზაციის გეგმა თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის ჩათვლით. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, 2012 წლიდან საქართველო-ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთანამშრომლობა გაღრმავდება და შესაძლოა ქართულმა მხარემ უკვე მომავალი წლისთვის ამერიკისგან სამხედრო ტექნიკაც შეიძინოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები