პოლიტიკა
პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას მიესალმება
2011-12-20 10:46:39
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას მიესალმება, განაცხადა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე განცხადებით, აუცილებელია დიალოგში ჩართულმა მხარეებმა გაითვალისწინონ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები. დღესვე მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 150 საავამყოფო გაიხსნება, რომლებშიც ყველა მსურველს ექნება მკურნალობის საშუალება. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე,
დაადასტურა, დონალდ ტრამპის საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა ამ ეტაპზე მილიარდერის ვიზიტის ზუსტი თარიღი არ სახელდება.
კომენტარები