პოლიტიკა
ქვეყნის მთავარ ეროვნულ საფრთხედ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია რჩება
2011-12-20 13:35:49
ჩამოტვირთვა
ქვეყნის მთავარ ეროვნულ საფრთხედ ისევ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ამ ტერიტორიებიდან მოსკოვის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები რჩება.
ეროვნული უსაფრთხოების განახლებული დოკუმენტი უკვე მზად არის და მასში ასახულია როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციები.
ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პარასკევს რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ.
კომენტარები