მსოფლიო
რუსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას არ აიღებს
2011-12-19 14:40:40
ჩამოტვირთვა
რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს, აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟენევის მოლაპარაკებების მე-18 რაუნდის კომენტირებისას განაცხადა.
კალანდაძის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მე-18 რაუნდის დროს პარალელურ რეჟიმში მუშაობდა ორი სამუშაო ჯგუფი, სადაც განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და დევნილთა ღისრეული დაბრუნების საკითხი.
კომენტარები