2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მთავრობის სხდომა კვირაში ორჯერ შეიკრიბება

ჩამოტვირთვა

მინისტრთა კაბინეტი მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადადის და მთავრობის სხდომები კვირაში ორჯერ გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. პრემიერის განმარტებით ახალი რეჟიმი სამინისტროებს შორის მუშაობის კოორდინაციას გააძლიერებს და სამინისტროების მუშაობის შესახებზუსტი და კონკრეტული ინფორმაციის დაგროვებას უზრუნველყოფს. გილაურის განცხადებით, ინტენსიურ სამუშაო პროცესში დაისახება გაცილებით მეტი პრიორიტეტები. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, კულტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგემებზე ისაუბრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები