პოლიტიკა
ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს დღეს განიხილავენ
2011-12-16 14:57:32
ჩამოტვირთვა
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით მერვე მინისტერიალზე რუსეთის გაწევრიანების საკითხი დღეს განიხილება. ორმხრივი მოლაპრაკებები დასრულებულია, ახლა ეს საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 153 წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. დღესვე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც.
ორგანიზაციის მერვე მინისტერიალი ჟენევაში გუშინ დაიწყო.
რუსეთთან ერთად მინისტერიალზე სამოას, ვანუატუსა და მონტენეგროს წევრობის საკითხიც განიხილება.
მინისტერიალის დასასრულს, მინისტრები რიგ საკითხებსაც დაამტკიცებენ და თავმჯდომარე დასკვნით განცხადებას გააკეთებს. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა პასკალი ლამიმ კონფერენციის შესავალი მიმართვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნშვნელობასა და ურთიერთდახმარების საკითხებზე საუბრით დაიწყო.
“ამ კვირაში ჩვენ განვიხილავთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში 4 ახალი წვრის, მათ შორის რუსეთის, მონტენეგროს, ვანუატუსა და სამოას გაწევრიანების საკითხს. ეს ფაქტი აჩვენებს რომ თანხმობა მულტილატერალიზმსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე არსებობს და ეს ღირებულებები კვლავ შენარჩუნებულია. ახალი წევრების შემოერთება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას მეტ უნივერსალურობას შესძენს.“
რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლას 1993 წლიდან ცდილობს. ბოლო დაბრკოლება რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოს უარი იყო. 2011 წლის ნოემბერში ქართული და რუსული მხარეები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარული მხარის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს დათანხმდნენ. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ეს კომპრომისული შეთავაზებაა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც მანამდე არ ხდებოდა.
ვაჭრობის მსოფლიო ორანიზაციის მინისტერიალის 8-ე კონფერენცია ჟენევაში 15 დეკემბერს გაიხსნა და 17 დეკემბრამდე გაგრძელდება.
წვერი ქვეყნების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დოკუმენტი რატიფიკაციისთვის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იგზავნება. როგორც რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოაგვარებენ, რომელიც 4 მარტსაა დანიშნული.
კომენტარები