2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვმო-ს მინისტერიალზე რუსეთის გაწევრიანების საკითხს განიხილავენ

ჩამოტვირთვა

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით მერვე მინისტერიალზე დღეს რუსეთის გაწევრიანების საკითხი გადაწყდება. პოლიტიკური კონსენსუსი მიღებულია, ახლა ეს თემა 150-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ უნდა განიხილოს. შეხვედრის ბოლოს მინისტრები გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ და თავმჯდომარე დასკვნით განცხადებას გააკეთებს. რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლას 1993 წლიდან ცდილობს. დოკუმენტში, რომელსაც მოსკოვმა ხელი ამერიკისა და ევროპის ზეწოლის შედეგად მოაწერა, დაფიქსირებულია ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტვირთების მონიტორინგს და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას გულისხმობს. 1993 წლის შემდეგ საქართველო პირველად მოახერხებს ყველა ტვირთის გაკონტროლებას. რუსეთთან ერთად დღეს მინისტერიალზე სამოასა და მონტენეგროს წევრობის საკითხიც განიხილება. პარალელურად, გაიმართება სამი სამუშაო სხდომა, რომლებზეც განიხილავენ თემებს: "მრავალმხრივი ვაჭრობისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მნიშვნელობა", "ვაჭრობა და განვითარება" და "დოჰას განვითარების დღის წესრიგი". მინისტერიალი მუშაობას 17 დეკემბერს დაასრულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები