პოლიტიკა
პუტინისა და მედვედევის რეიტინგი დაეცა
2011-12-16 10:22:37
ჩამოტვირთვა
პუტინის და მედვედევის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები რამდენიმე დღეში იქნებოდა დანიშნული, ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებდა.
გამოკითხული 1600 ადამიანიდან პუტინს ხმა 44-მა პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზე „კომუნისტური პარტიის“ ლიდერი გენადი ზიუგანოვია. მას კი გამოკითხულთა 9 პროცენტის მხარდაჭერით, ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსდევს.
დღესვე გამოქვეყნდა ფონდ ”საზოგადოებრივი აზრის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვით, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის მიმართ ნდობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია. პრემიერს რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 44, პრეზიდენტს კი 39 პროცენტი ენდობა.
კომენტარები