პოლიტიკა
ევროპარლამენტი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს
2011-12-15 20:14:28
ჩამოტვირთვა
ევროპარლამენტი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს და ხელისუფლებას მოუწოდებს ხელახალი არჩევნები ჩაატაროს. ეს პოზიცია ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოხატეს. რუსეთ-ევროპარლამენტის სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროპარლამენტარები რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ და მოუწოდებენ, გამოიძიონ ყველა ფაქტი იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც არჩევნებზე გამოვლინდა. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ რუსების ქუჩის გამოსვლებს არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ და მათ დარბევას გმობენ.
“ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეტში 4 დეკემბერს ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთი არ იცავს სტანდარტებს რაც ეუთოს მიერაა შემუშავებული. ასევე შეშფოთებას გამოთქვამს არჩევნების დროს აღმოჩენილი დარღვევებისა და შესული საჩივრების გამო და მოითხოვს მათ დაუყონებლივ და სრილ გამოძიებას. არჩევნების დროს მიუკერძოებელ მედია საშუაელბებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ თავისუფლად მუშაობის საშუალება. ასევე რთული იყო მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარის გავლება. არჩევნებში ასევე არ მიეცა ყველა პოლიტიკურ პარტიას მონაწილეობის უფლება, რამაც შეარყია ქვეყნის პოლიტიკური პლურალიზმი. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ჩაატაროს ახალი არჩევნები სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება დარეგისტრირების საშუალება.“
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მწვავე რეაქცია მოყვა რუსეთში. როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი, ალექსანდრე ტორშინი, ამბობს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსი ხალხისა და ამომრჩევლის შეურაცხოფაა.
"ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც რუსეთში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიიღეს, რუსი ამომრჩევლის ცინიკური შეურაცხყოფაა. ასეთი ნაბიჯები სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში უცხოეთის ძალების დაუფარავი ჩარევა. მხოლოდ ასე შეიძლება, შეფასდეს ევროპელი პარლამენტარების ინიციატივა. ასეთი სახის დემარშები ხელს არ უწყობს რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნდობის გამყარებას",
დღესვე ბრიუსელში რუსეთისა და ევროპალრამენტის ერთობლივი სამიტი იგეგმება. ევროპარლამენტი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, კომისიის პრეზიდენტსა და საგარეო საკითხებში ევროპის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებს, რუსეთის არჩევნების საკითხი სამიტზეც დააყენონს. რასაც რუსული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც რუსეთის ელჩი ევროპარლამენტში ვლადიმერ ჟიჩოვი ამბობს, ეს თემა დღის წესრიგში არ წერია და, შესაბამისად, არც უნდა განიხილებოდეს.
“მე ვთვლი რომ სამიტზე ქვეყნის შიგნით მიმდინარე არჩევნების განხილვისა და პოლემიკის ადგილი არ არის, რუსეთი ევროკავშირთან სტრატეგიულ პარტნიორობას არჩევნების საკიტხებზე არ აპირებს. მე ვგულისხმობ, რომ ამ სამიტზე უნდა განვიხილოთ პირველ რიგში ევროპასა და რუსეთს შორის საბაზო შეთანხმება და ასევე რუსეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხები“.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსებიც. როგორც დეპუტატები ამბობენ, ევროკავშირის მიერ პოზიციის დაფიქსირება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთი არამარტო საგარეო, არამედ ქვეყნის შიგნით არსებულ ვალდებულებებსაც ვერ ასრულებს.
დავითაია და დარჩიაშვილი
ევროპარლამენტის რეზოულციამდე რუსეთის არჩევნებზე აღმოჩენილი დარღვევების გამოძიებასა და მომიტინგეების მიერ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალების მიცემას ითხოვდა ამერიკის ადმინისტრაციაც. რასაც ასევე მწვავე კრიტიკა მოყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან.
შეგახსნებთ, რომ ამის პარალელურად რუსეთში საპროტესტო აქციები დუმის 4 დეკემბრის არჩევნების შემდეგ იმართება. აქციის მონაწილეთა აზრით, არჩევნები გაყალბდა, რის გამოც შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მორიგი აქცია-მიტინგი რუსეთში 24 დეკემბერს გაიმართება.
კომენტარები