2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

ჩამოტვირთვა

რუსეთ-ევროკავშირის სამიტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციას არჩევნების ხელახალი ჩატარებისკენ მოუწოდებს. ევროპის პარლამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს, როგორიც არის საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელები, ოპოზიციის აქტივისტების მასობრივი დაკავება და საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრა. ევროპარლამენტი რუსეთს ასევე საარჩევნო კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდებს. ევროპული საზოგადოება ახალი რეზოლუციის –ე პუნქტში რუსეთს ექვს პუნქტიანი გეგმი სესრულებისკენ მოუწოდებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას გულისხმობს და აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ევრომონიტორების დაშვებას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები