2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ახალი ეტაპი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში

ჩამოტვირთვა

საქართველო ნატოს პარტნიორ პრეტენდენტ ქვეყნად პირველად ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ კომუნიკეში მოიხსენიეს. საქართველოსთვის ამგავრი სტატუსის მინიჭებამ მსოფლიო მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. ამავე საკითხზე ევრაზიანეტის ჟურნალისტი სტატიას აქვეყნებს და საქართველოსადმი სტატუსისა თუ რიტორიკის ცვლილების მნიშვნელობაზე მსჯელობს. ნატოს კომუნიკეში ნათქვამია, რომ ნატო მადლობას უხდის მაკედონიას, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ჩერნოგორიასა და საქართველოს, მნიშვნელოვანი საოპერაციო მხარდჭერისთვის, რომელიც მათ ნატოს აღმოუჩინეს. ნატო ადასტურებს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისა და პარტნიორ-პრეტენდენტების ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, იმ გადაწყვეტილებების თანახმად, რომელიც მანამდე ნატოს ბუქარესტის, სტრასბურგ-კელისა და ლისაბონის სამიტებზე იქნა მიღებული. Aqve naTvamia rom დემოკრატიული ფასეულობები, რეგიონალური თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები მნისვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. საქართველოს პარტნიორ-პრეტენდენტ ქვყნად დასახელებას მნიშვნელოვნად აფასებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ავროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გია ბარამიძეც. ნატოს კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ ნატო მიესალმება პრეტენდენტი-ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და მოუწოდებს მათ განაგრძონ აუციელებელი გადაწყვეტილებებისა და რეფორმების განხორციელება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შემდგომი წარმატებების მიღწევისთვის. თუმცა ნატოს ამ კომუნიკეს შეფასებისას კრიტიკული იყო ოფიციალური მოსკოვი. რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრმა ნატოს მინისტერიალის დასრულებისას შემაჯამებელ ბირიფნგზე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ნატომ, შესძლოა, კიდევ უფრო წააქეზოს საქართველო. რუსული რექციისგან განსახვავებით, საქართველოს პარტნიორ-პრეტენდენტად მოხსენიებას მიესალმება ამერიკის ადმინისტრაცია. აშშ-ს სახელმწიფო დეპრატამენტის ბრიფინგზე, რომელიც ასევე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შედეგებს მიეძღვნა, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში შევიდა, რომელიც ადრე მხოლოდ ბალკანეთის სამ პრეტენდენტ-ქვეყანას მოიცავდა. საქართველოს პარტნიორ ქვეყნად დასახელებას მნშვნელოვნად აფასებენ ქართველი ექსპერტებიც. როგორც ნიკა ჩიტიძე ამბობს, საქართველოსთვის მგავსი სტატუსის მინიჭება გულისხმობს იმასაც, რომ ის ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო პროგრამა რაც საქართველოს აქვს, წარმატებით შესრულდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერთი თვის წინ ნატოს უმაღლესი ორგანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაც გაიმართა. ანდერს ფოგ რასმუსენი გენერალური მდივნის რანგში საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებოდა. მას თბილისში ჩდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ქვეყნების 28 ელჩი ჩამოჰყვა. ნოემბერში საქართვლოში გამართული ნატო-საქართველოს სხდომა ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო გაზაფხულზე დაგეგმილი ჩიკაგოს სამიტისთვის. შეგახსენებთ, რომ პირველად ეს სხდომა თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩატარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები