მსოფლიო
შალვა რამიშვილი ივანიშვილის ფარულად გადაღებას შეეცადა
2011-12-14 18:23:01
ჩამოტვირთვა
შალვა რამიშვილი ბიძინა ივანიშვილის ფარულად გადაღებაში გამოიჭირეს. ინცინდენტი ოლიგარქის რეზიდენციაში მაშინ მოხდა, როდესაც ე.წ. სკანდალური ჟურნალისტი ივანიშვილს სათათბირო ოთახში შეხვდა. რამიშვილმა ჩართული კამერა იმ ოთახში დატოვა, სადაც ივანიშვილი თავის თანაგუნდელებს უნდა შეხვედროდა. ჟურნალისტს არ გაუმართლა, რადგან ოლიგარქისა და მისი თანამოაზრეების საუბრის ფირზე ჩაწერა ვერ მოახერხა. მიზეზი პრესსამდივნოს თანამშრომლის, ანა გოჩაშვილის, ყურადღება აღმოჩნდა. გოჩაშვილმა აღმოაჩინა, რომ რამიშვილმა სათათბირო ოთახში ვიდეო კამერა ჩართული დატოვა და ამის შესახებ ოლიგარქსაც შეატყობინა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ივანიშვილი ამ ფაქტმა განარისხა და დაცვას, რამიშვილის მკაცრ კონტროლზე აყვანა დაავალა. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ანა გოჩაშვილმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. კომენტარზე უარი განაცხადა შალვა რამიშვილმაც.
კომენტარები