2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას საქართველოში მწვავე შეფასებები მოჰყვა

ჩამოტვირთვა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკა დაუწუნა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული პოლიტიკა ქარტველი ხალხის ინტერესებისგან შორს დგას. პატრუშევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებენ პირებს, რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას საქართველოში ექსპერტები და პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ვიცე–პრემიერ გიორგი ბარამიძის თქმით, კრემლს მსგავსი განცხადებები ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაფარად და საქართველოსთან დაძაბულობის შესაქმნელად სჭირდება, რადგან საქართველო დასავლეთის სამყაროს მკვიდრი ხდება. მისი თქმით, qveyanaSi ევროკავშირის მონიტორინგის მისია მოქმედებს და სხვა ტექნიკური საშუალებებიც არსებობს, რათა საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ალბათობა გამოირიცხოს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები