2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მილანის” ყოფილი ფეხბურთელი სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად პუტინის მეგობარს შეეკრა"

ჩამოტვირთვა

იტალიური გამოცემა Corriere Della Serra ფეხბურთელ კახი კალაძის ნაკრების დატოვებას გამოეხმაურა. როგორც გამოცემა წერს, „მილანის” ყოფილი წევრი სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად პუტინის მეგობარ მაგნატთან ალიანსს ქმნის. „თბილისი – დოლარები და ფეხბურთის ბურთი. ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში და საქართველოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი. ახალი პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნება“, ოფიციალურად კვირას, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაფუძნდა. 2500 სტუმარი, ვივალდის მუსიკა და ადგილობრივი რეპი – ეს ყველაფერი თავმოყრილი ბიძინა ივანიშვილისა და კახაბერ „კახა“ კალაძის გარშემო. პირველს შეუძლია საკუთარი ქონების იმედი ჰქონდეს, რომელიც ხუთნახევარი მილიარდით განისაზღვრებa. მეორე, ძლიერი მცველი, რომელმაც, კვირას საჯაროდ განაცხადა, რომ ემშვიდობება ეროვნულ ნაკრებს. ფეხბურთი მისი ტრაგიკული ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო. „ჯენოასთან“ მისი კონტრაქტი 2013 წელს იწურება, მაგრამ კახა თანაგუნდელებს ერთი წლით ადრე, ჩემპიონატის დასასრულს დაემშვიდობება“,- ნათქვამია სტატიაში. სტატიის ავტორის თქმით, თბილისის საკონცერტო დარბაზში უკრაინელი ანდრეი შევჩენკოც იმყოფებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები