2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეგვიპტური გაზაფხულის რუსული ვერსია - ისტორია მეორდება?

ჩამოტვირთვა

რუსეთში ვნებათაღელვა არ წყდება, საკაკონმდებლო ორგანოს არჩევნებში „ედინაია რასიას“ გამარჯვებას ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი აპროსესტებს. მოქალაქეები არჩევნების მასშტაბურ გაყალბებას აპროტესტებენ და თავიანთი ხმების დასაცავად იბრძვიან. მორიგი საპროტესტო აქცია 24 დეკემბერს არის დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ აქციები მოსკოვში ორ სხვადასხვა ადგილას მანეჟის მოედანსა და სახაროვის გამზირზე გაიმართება. რუსეთში მიმდინარე პროცესებს საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება. რუსეთი პუტინის გარეშე – ამ მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ ათასობით ადამიანი გამოვიდა მოსკოვისა და რუსეთის სხვა რეგიონების ქუჩებში. მოსახლეობას არც ძალოვანების რისხვისა და არც რეპრესიების არ ეშინია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსმა ხალხმა მასშტაბური პროტესტი გამოხადა – მოსახლეობა დათმობას აღარ აპირებს. კრემლის მიერ თავისუფალი მედიის, ბლოგერებისა და სოციალური ქსელების რეპრესიებს კი საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ქართველ პოლიტიკოსთა შეფასებები უპირისპირდება. ის, რომ დაბნეული მედვედევი დამარცხებას არ აღიარებს და არჩევნებს სამართლიანად მიიჩნევს, რეალურად რუსეთში პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლის, რუსეთის დიქტატურის მსხვრევის პროცესი დაიწო და ამას, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ვერაფერი შეაჩერებს. საერთაშორისო საზოგადოება ამაში ერთხელ უკვე დარწმუნდა – მუამარ კადაფის დიქტატურა დასრულდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები