მსოფლიო
მარიონეტული რეჟიმი ახალი ე.წ. არჩევნებისთვის ემზადება
2011-12-12 13:11:08
ჩამოტვირთვა
მარიონეტული რეჟიმი ახალი ეგრეთწოდებული არჩევნებისთვის ემზადება. კოკოითიმ თანამდებობა დატოვა.
ულტიმატუმის დაკმაყოფილების შემდეგ, შეთანხმება შეასრულა, ალა ჯიოევამაც და საკუთარ მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა. ცენტრალურ მოედანზე კარვები აიღეს. ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება დაიწყო, რაც მოთხოვნების ნაწილობრივ შესრულებას ნიშნავს.
"ახლა მხოლოდ ისღა დარჩა, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და გენერალური პროკურორის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს და ახალი არჩევნებისთვის მზადება დავიწყოთ", - განაცხადა ჯიოევამ.
რეგიონში ამ დრომდე რჩებიან ომონისა და სპეცდანიშნულების რაზმები.
საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ისევ პრინციპულია - მარიონეტული მთავრობის ეგრეთწოდებულ არჩევნებს, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებს.
კომენტარები