პოლიტიკა
ვარძელაშვილი კალაძის წასვლას ეხმაურება
2011-12-12 14:40:30
ჩამოტვირთვა
ეროვნული ნაკრებიდან კახი კალაძის წასვლას დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარზელაშვილი გამოეხმაურა. მინისტრის აზრით კალაძის გუშინდელ გადაწყვეტილებას საზოგადოება თავად შეაფასებს.
ეროვნული ნაკრები არ არის ნოღაიდელის პარტია, რომ დატოვო და წახვიდე, "არსებობს გარკვეული პროცედურები, რაც კალაძეს უნდა დაეცვა - უნდა შეხვედროდა მთავარ მწვრთნელს და ჩაეყენებინა საქმის კურში და გადაწყვეტილება შეეთანხმებინა ფეხბურთის ფედერაციასთან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არის ის, რომ ადამიანების გარკვეულმა წრემ არ იციან, რა უნდა აკეთონ, უნდა იყოს ფეხბურთში, თუ უნდა წავიდეს პოლიტიკაში", - განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.
კომენტარები