2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა

ჩამოტვირთვა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ მოლაპრაკებები ბრიუსელში დღეიდან ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, განაცხადა. მისივე თქმით, მხარეებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე 2012 წლის იანვარში გაიმართება. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ხელშეკრულების გაფორმებას განსაკუთრებით დიდი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ექნება. ჟენევაში კი მოლაპრაკებების რიგით 18–ე რაუნდზე ქართული დელეგაცია უკვე გაემგზავრა. ჟენევაში ამჯერად 2 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარალელურად გაიმართება. ქართული მხარე მოლაპრაკებებზე 2 ძირითად საკითხს დააყენებს, მათ შორის რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების შესრულებისა და უსაფრთხოების საკითხებს. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევისა და მათი უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხებსაც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებში რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული შედეგები ადეკვატურია იმისა, როგორ პოლიტიკასაც რუსეთის ხელისუფლება ბოლო პერიოდში ატარებდა. ნინო კალანდაძის თქმით რუსეთის ხელისუფლებამ საზოგადოების აზრი მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები