მსოფლიო
სირიაში დაზვერვის მაღალჩინოსანი საკუთარმა თანაშემწემ მოკლა
2011-12-12 10:11:50
ჩამოტვირთვა
სირიაში დაზვერვის სამსახურის გენერალური შტაბის მაღალჩინოსანი მოკლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ის
ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადის სიძე იყო. ასაფ შაუკატს, რომელსაც დაზვერვის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა, საკუთარმა თანაშემწემ ესროლა.
შაუკატი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ასაფ შაუკატი კომაში იმყოფება.
სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლები გაზაფხულიდან დაიწყო. გაერო-ს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში 4 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული.
კომენტარები