პოლიტიკა
მოსკოვში მორიგი საპროტესტო აქცია 24 დეკემბერს გაიმართება
2011-12-12 12:11:08
ჩამოტვირთვა
მოსკოვში, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მორიგი აქცია 24 დეკემბერს გაიმართება. რუსული მედიის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები, დღეს, მიტინგის გამართვისთვის აუცილებელ განაცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მოსკოვის მერიაში შეიტანენ. შესაბამისად, 24 დეკემბერს აქციები ორ სხვადასხვა ადგილზე – მანეჟის მოედანსა და სახაროვის გამზირზე გაიმართება.
რუსეთში 4 დეკემბერს გამართული სათათბიროს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოსკოვის ცენტრში პირველი ფართომასშტაბიანი აქცია 10 დეკემბერს გაიმათა, რომელშიც დაახლოებით 25 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, ეს იყო ყველაზე მასშტაბური მიტინგი. რუსეთში გამართულ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში "ედინაია რასიამ" გაიმარჯვა.
კომენტარები